17.ივნისი.2019 11:17
საქმიანი დილა

ვის უმასპინძლებს BIA-ს საინვესტიციო ფორუმი?

ოთხშაბათიდან თბილისში, ბიას ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი -“განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები” იხსნება. ფორუმი რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ 500-ზე მეტ წამყვან ლიდერს 15-ზე მეტი ქვეყნიდან უმასპინძლებს. გარდა იმისა რომ ფორუმი თავს მოუყრის FSU ქვეყნების წამყვანი სექტორის ლიდერებს, პოტენციურ ინვესტორებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად, გაიმართება ინტერაქტიული პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები ეკონომიკური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, გავლენიანი პირებთან და მეწარმეებთან. ასევე B2B შეხვედრები პროექტის მფლობელებთან და მიზნობრივ ინვესტორებთან. როგორია ფორუმის დღის წესრიგი და ვინ იქნებიან წელს სტუმრები?

სტუმრები: აიეტ კუკავა - "BIA", გენერალური დირექტორი;
რიჩარდ ვილსონი - საოჯახო ბიზნესების კლუბის თავმჯდომარე