მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ხარჯავს არასწორად საყოველთაო ჯანდაცვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს?

BM.GE
17.04.19 14:39
684
ჯანდაცვა ის მიმართულებაა, სადაც ბოლო წლებში საქართველოს საახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხები იხარჯება. მაგალითად, ჯანდაცვის ხარჯები, 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯების 28%-ზე მეტი იყო დაგეგმილი. ამასთან ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები. თუმცა, რამდენად სწორად ხარჯავს სახელმწიფო თანხებს და რა პრეტენზიები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებთან?