მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნებართვოდ დაწყებული ეკლესიების რესტავრაცია

BM.GE
27.05.19 10:29
655
ახალქალქის ორ სოფელში, ტურცხსა და კორხში ადგილობრივებმა XIX ს-ის საუკუნით დათარიღებული ეკლესიების რესტავრაცია უნებართვოდ დაიწყეს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა, მშენებლობის ორგანიზატორებმა გაფრთხილებები მიიღეს, ერთი მათგანი კი დაჯარიმდა. ტურცხში ამბობენ, რომ ეკლესიას სახურავი დაზიანებული ჰქონდა და წყალი ჩადიოდა, ამიტომ საჭირო თანხა შეაგროვეს და სამუშაოები დაიწყეს. ტურცხის ეკლესიის წინამძღვარი ანდრეი იანიცკი ამბობს, რომ ადგილობრივებმა ძეგლზე სახურავის შეცვლა მისი თანხმობით დაიწყეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგანტოში აცხადებენ, რომ უნებართვო სამუშაოები მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების გაფრთხილების შემდეგ, 16 მაისს შეჩერდა, შეტყობინება გაგზავნეს პოლიციაშიც.