მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია

BM.GE
17.04.19 12:01
654
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი 100 აპარატი გადასცა. ამ პროგრამის ფარგლებში სულ 2000 აპარატის გადაცემაა დაგეგმილი. თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, შესაწამლი აპარატების დარიგება, სამეგრელოში უკვე დაიწყო და გურიასა და იმერეთში გააგრძელებს. შესაწამლი აპარატების გადაცემას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.

სტუმარი: გიორგი თოდუა - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, თავმჯდომარე