მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა ახალ კომპანიას დაევალა

BM.GE
23.04.19 09:06
762
თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა ახალ კომპანიას დაევალა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს ,,არილიმ“ გაიმარჯვა. უწყებაში განმარტავენ, რომ მათთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა და ეს პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, როცა დარწმუნდებიან რომ კომპანია არსებულ ვალდებულებების სრულყოფილად შეასრულებს. აღნიშნული მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ლადო კახოიძე. კახეთის ხმასთან ის ამბობს, რომ  ახალ კომპანიას გზის გაწმენდის და მოვლის სამუშაოები არ დაუწყია, შესაძლოა თუშეთში მოქმედ ტურისტულ ობიექტებს პრობლემები შეექმნათ, რადგან ტურისტი შესაძლოა მათთან დროულად ვერ მივიდეს.

https://knews.ge/?p=38327.