მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურუსტების მოზიდვის მიზნით, ქუთაისის მერია დაძმობილებულ ქალაქებს მიმართავს

BM.GE
25.06.19 10:28
785
საქართველოში ტურუსტების მოზიდვის მიზნით, ქუთაისის მერია დაძმობილებულ ქალაქებს მიმართავს. როგორც მერის მოადგილე ნინო თავლთვაძე წერს, მიმართავენ დაძმობილებულ ქალაქებს მხარდაჭერა გამოუცხადონ ქვეყანას და მათ მოქალაქეებს სასურველ ტურისტულ ადგილად ქუთაისი შესთავაზონ. "გადავწყვიტეთ, ქუთაისის ყველა დაძმობილებულ ქალაქს მივმართოთ და ვთხოვოთ, მაქსიმალურად დაგვეხმარონ წელს ტურისტულ სეზონზე, მხარში დაუდგნენ საქართველოს და ქუთაისს და სასურველ ტურისტულ ადგილმდებარეობად სწორედ ქუთაისი და საქართველო შესთავაზონ თავიანთ მოქალაქეებს. თუ რომელიმე სასტუმრო ქუთაისში ან იმერეთში სპეციალურ შეთავაზებას აპირებთ რომ გქონდეთ, ტურიზმის ცენტრთან კოორდინაციით, იქნებ მოგვაწოდოთ და ამ ინფორმაციასაც დავურთავთ თან მიმართვას'-წერს ნინო თავლათვაძე.