მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმი და სანქციები - რას ელოდება კერძო სექტორი სახელმწიფოსგან რუსული ავიასანქციების შემდეგ?

BM.GE
17.07.19 00:35
841
იმ დღიდან, როცა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავირეისების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად კერძო სექტორთან შეხვედრებს მართავს. ამ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სასტუმროების ბიზნესი მხარდაჭერას მიიღებს, თუმცა თავად ეს სქემა ჯერ მხოლოდ თეორიულად მოქმედებს, რადგან ბანკებთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა. გარდა ამისა, რას ელოდება ტურიზმის დარგი სახელმწიფოსგან და როგორი ვითარებაა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჯავშნების თვალსაზირისით?