მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტული ემბარგო" - ქართული ტურიზმის პასუხი რუსულ სანქციებს

BM.GE
25.06.19 18:47
1495
რუსული ავიასანქციების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის ინდუტრიასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ნათია თურნავა აჭარაში იმყოფება. იგი თავდაპირველად ქობულეთში, მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს ემსახურებიან და ტურისტული ემბარგო მათ შემოსავლებს შეამცირებს. აქციის მონაწილეებმა მინისტრს კომერციულ ბანკებთან, სესხების მომსახურებისას შეღავათების გაწევისთვის შუამდგომლობა სთხოვეს. თურნავა ამ საკითხის ბანკების მმართველებთან შეხვედრაზე დაყენებას გეგმავს. ამის შემდეგ მინისტრმა ბათუმში გადაინაცვლა. პარალელურად, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებს თბილისში განაგრძობენ.