14.ივნისი.2019 11:42
საქმიანი დილა

"თიბისი ჰიდრო" მსხვილი პროექტების თანადაფინანსებას იწყებს

თიბისი და შვეიცარული საინვესტიციო კომპანია გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან და უახლოეს მომავალში ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას იწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით, შვეიცარული ფონდისა და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება. ამ მიზნით, ივლისის ბოლომდე ფონდი, 40 მილიონ ლარამდე რესურს გამოყოფს. ხოლო თიბისი ბანკი, 12 და 13 ივნისს GCPF-ის აქციონერთა კრებას მასპინძლობს, რომელსაც ფონდის დირექტორატი და საინვესტიციო კომიტეტი ესწრება. ინფორმაციისთვის, ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება თიბისის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. თიბისის ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს.