მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ბანკი - მაკროეკონომიკური მიმოხილვა

BM.GE
24.04.19 18:30
801
თიბისი ბანკი მაკროეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციას იწყებს, სადაც ბანკის მომხმარებლები მაკროეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ძირითადი მაჩვენებლების, დინამიკისა და პროგნოზების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საგარეო შემოდინებები 2019 წელს ზომიერად ძლიერი იქნება. ამასთან, მართალია დაკრედიტების მხრივ შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა სოლიდური ფისკალური ხარჯები, მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორი იქნება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, საბაზო სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია ლარის გამყარება, განსაკუთრებით აშშ დოლართან მიმართებაში.


სტუმარი: ოთარ ნადარაია - თიბისი ბანკი; მთავარი ეკონომისტი