მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

BM.GE
19.06.19 09:45
855
მთავრობის დადგენილებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სასწავლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები თესაუს I სასწავლო კორპუსში განხორციელდება ,,ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კორპუსის ლიფტით აღჭურვა, აუდიტორიების კეთილმოწყობა, ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და სხვა. თესაუს რეაბილიტაცია 2 ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი 2019 წლის ბოლოს, მეორე ეტაპი კი, 2020 წელს დასრულდება. მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის პარალელურად, სამუშაოების ნაწილს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დააფინანსებს”,-აცხადებენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.