მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის საკრებულომ პროექტების განხორციელებას მხარი დაუჭირა

BM.GE
17.07.19 09:40
687
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის წარსადგენი პროექტები განიხილა და მხარი დაუჭირა. 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, რისთვისაც დაახლოებით 11 მილიონი ლარია საჭირო. პროექტები მოიცავს გარე განათების მოწყობას, გზების, წყალმომარაგების სისტემისა და სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაციას. დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონებაზე საკრებულოს 2019 წლის 7 ივნისის განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქსოვრელიშვილმა აღნიშნა, 2019 წლის 7 ივნისის განკარგულებით გათვალისწინებულია თურდოს, კისისხევისა და დოლიაურის ხევების ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, თუმცა პროექტები შესყიდული არ არის.