მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC-ის გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY

BM.GE
14.06.19 11:41
2627
თიბისიმ მომხმარებლებისთვის გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა, რომელიც ბიზნესის მფლობელებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ერთი სივრციდან მართონ და მიიღონ თავიანთი ონლაინ გადახდები, ხოლო ფიზიკურ სივრცეში კი, ინოვაციური QR გადახდის სერვისით ისარგებლონ. TPAY-ის სერვისი ბარათის მფლობელებისთვის კაბინეტის შექმნას და ამ კაბინეტიდან ინტერნეტმაღაზიებში გადახდების წარმოებას გულისხმობს, რომლებიც თავის მხრივ, ჩართული იქნებიან TPAY-ის სისტემაში. შექმნილ პროფილში მომხმარებელს შეუძლია დაამატოს ნებისმიერი ბანკის ბარათი და ერთი სივრციდან მართოს საკუთარი ონლაინ გადახდები.