მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურამულას კალაპოტის 12 კმ იანი მონაკვეთი გასაწმენდია

BM.GE
20.06.19 09:16
769
მდინარე სურამულას კალაპოტის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი გასაწმენდია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს. Qartli.ge-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაწოდეს ფოტოები, რომელიც პრობლემას ასახავს. „ხაშურის მუნიციოპალიტეტს მდინარის კალაპოტის გაწმენდისთვის თანხები არ გააჩნია. ამ ეტაპზე დონორი ორგანიზაციების მოძიება მიმდინარეობს ფინანსური დახმარებისთვის, რათა მოხდეს სურამულას კალაპოტის გაწმენდა“ - უთხრა Qartli.ge-ს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თათია ძინძიბაძემ.