მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სპარკი"- სტარტაპერები - ვინ არჩევს წარმატებულ ხუთეულს?

BM.GE
12.04.19 23:52
1544
თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შექმნილი თბილისის აქსელერატორი თითქმის 2 თვეა ფუნქციონირებს და 200-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს. "სპარკი“ სტარტაპერებს სთავაზობს სამუშაო სივრცეს და ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარებას, რაც თავის თავში მოიცავს ფინანსისტის, მარკეტერის, ანალიტიკოსის და ბიზნესგეგმების შექმნაში დახელოვნებული ადამიანების კონსულტაციებს.

„სპარკის“ მიზანია ასევე პროექტში ჩართული ადამიანები შეახვედროს ინვესტორებს, რომელთა დახმარებითაც დამწყები ბიზნესმენი ფულად რესურსებს მოიძიებს. ახლა სწორედ ის ეტაპია, როდესაც პირველი ხუთეულის ვინაობა უნდა გაირკვეს, ვისი ბიზნესიდეაც მოიწონეს და მათ ბიზნესგეგმის შედგენაში ბიდიო დაეხმარება - ორგანიზაცია, რომელიც აუდიტსა და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებაში სპეციალიზდება.

სტუმარი: ანდრია ბასილაია - თბილისის მერია; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური