მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქსატი - სილქნეტის ახალი სატელიტური პაკეტი მთელი საქართველოსთვის

BM.GE
15.06.19 23:26
4442
სილქნეტი არალეგალური, რუსული პროპაგანდისტული იდეოლოგიით დატვირთული კონტენტის წინააღმდეგ - კომპანიამ მედიას თავისი ხედვა გააცნო, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, დღეისათვის, საქართველოში ასობით ათასი აბონენტი არალეგალური გზებით იღებს ამ მომსახურებას, შედეგად, მილიონობით დოლარი გაედინება გაურკვეველი მიმართულებით. ამით ზიანდება ქვეყანა და ბიზნესი. კომპანია არალეგალური, რუსული პროპაგანდის შემცველი სატელევიზიო კონტენტის სანაცვლოდ საქართველოს მოსახლეობას ლიცენზირებულ, არხებს სთავაზობს, ახალი სატელიტური პროდუქტით, სადაც არცერთი ასეთი პროპაგანდის შემცველი არხი არ არის.

სილქნეტის ხელმძღვანელობა შეხვედრაზე მიწვეულ მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა ამ აქტუალურ თემაზე და გამოთქვა მზაობა მარეგულურებელთნ ამ საკითხზე თანამშრომლობის თაობაზე და ღია მსჯელობაზე მედიასთან ერთად. ამასთანავე, კომპანიამ ახალი სატელიტური პროდუქტი „სილქსატი“ წარმოადგინა, რომელიც 20 ქართულ არხთან ერთდ შეიცავს უცხოურს, მათ შორის რუსულენოვან არხებს, სადაც არცერთი საინფორმაციო არხი არ არის და კონტენტში მხოლოდ გასართობი და სპორტული გადაცემები შედის. „სილქსატის“ ინსტალაცია უფასოა. სატელევიზიო პროდუქტთან ერთად, დამატებით, მომხმარებელი მიიღებს „ჯეოსელის“ ორ სიმ ბარათს, ულიმიტო საუბრებით ჯეოსელის ქსელში, ულიმიტო სმს-ებითა და 700 მეგაბაიტი ინტენრეტით. სტანდარტულად, მსგავსი პაკეტის ღირებულება 36 ლარია. სილქსატის აბონენტები კი აღნიშნულ შეთავაზებას 18 ლარად მიიღებენ.