მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიღნაღის მერია ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას იწყებს

BM.GE
23.07.19 11:31
734
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის. როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში.