მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხების ზრდის ტემპს FITCH-ი რისკად ასახელებს, ბანკებს რეიტინგის პერსპექტივა შეუმცირდათ

BM.GE
18.04.19 23:59
698
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს უმსხვილესი ბანკების - "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი განაახლა. ორივე ბანკს სააგენტომ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი "BB მინუსის" დონეზე შეუნარჩუნა, თუმცა რეიტინგის პერსპექტივა შეამცირა და ის ახლა "პოზიტიურის" ნაცვლად "სტაბილურს" შეადგენს.

რეიტინგის პერსპექტივის გაუარესებას Fitch-ი მიზეზთა ერთობლიობით ხსნის. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში საფინანსო სექტორის ოპერირება კვლავ მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული. მათგან Fitch-ი სესხების ზრდის მაღალ მაჩვენებელს და ჯერ კიდევ მაღალ სავალუტო სესხებს გამოყოფს.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ ეს ბანკები მყარი ფინანსური შედეგით გამოირჩევიან, მათ აქვთ კაპიტალის ადეკვატური მოცულობა და ლიკვიდობის შესაბამისი მაჩვენებლები. სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ ქართული კომერციული ბანკების საგარეო ვალდებულებები $6.1 მილიარდს შეადგენს, რაც საქართველოს სავალუტო რეზერვებთან – $3.3 მილიარდთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია.


სტუმარი: სოსო ბერიკაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი