მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი ტუალეტების მოწესრიგების პროექტი

BM.GE
22.05.19 09:03
722
კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს – ინიციატივითve, უახლოეს მომავალში კახეთში პოლონელ ინვესტორებთან შეთანხმებით საზოგადოებრივი ტუალეტების მოწესრიგების პროექტი განხორციელდება. როგორც DMO – ” Visit Kakheti “-ის დირექტორი, მალხაზ ჭრელაშვილი ამბობს, პროექტი კახეთის რეგიონში თელავის, ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში იმ ადგილებში განხორცილდება, სადაც ტურისტული ნაკადი დიდია. მალხაზ ჭრელაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ტუალეტების პროექტს კერძო ინვესტორი განახორციელებს, რომელიც ევროპულ ქვეყნებში მსგავსი ბიზნესით არის დაკავებული.

 https://knews.ge/?p=39043.