12.აგვისტო .2019 14:29

სახელმწიფო საპენსიო სისტემა 42 ათასამდე საჯარო მოხელემ დატოვა

უკან

სახელმწიფო საპენსიო სისტემა 42 ათასამდე საჯარო მოხელემ დატოვა. კერძო სექტორიდან კი დაგროვებითი სისტემიდან 107,137 ადამიანი გავიდა. ჯამურად საპენსიო სისტემა 148,942 მონაწილემ დატოვა. ეს არიან ის ადამიანები, რომელთა ასაკიც 40 წელზე მეტია და რომლებიც ხელფასს ოფიციალური კონტრაქტების საფუძველზე იღებენ. საპენსიო სააგენტოს წერილიდან ირკვევა ისიც, რომ 215,331 მოქალაქეს სისტემის დატოვების უფლება გაუუქმდა, რადგანაც მათ სახელმწიფოს სისტემიდან გასვლის შესახებ დადგენილ ვადებში არ მიმართეს.