09.სექტემბერი .2019 23:46

სახელმწიფო მედიკამენტების ფასების რეგულირებას აპირებს -კერძო სექტორის შეფასება

169
უკან

მომდევნო წელი ჯანდაცვის სექტორისთვის, როგორც ჩანს, საკმაოდ აქტიური და რეგულაციებით დახუნძლული იქნება. სახელმწიფო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებას გეგმავს, აპირებს მის დაქვემდებარებაში არსებული და კერძო კლინიკების მართვაში შესვლას, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას და ა.შ. ეს არის ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის ახალი შემდაგენლობის დამტკიცებისას ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში გააჟღერა. გუშინ აქცენტი სწორედ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებაზე გაკეთდა - რას დაგვპირდა პრემიერი და თავად ჯანდაცვის მინისტრი და რას ფიქრობენ დაანონსებულ ცვლილებეზე კერძო სექტორის წარმომადგენლები?