მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო რისკები და სებ-ის რეკომენდაცია ბიზნესს

BM.GE
23.07.19 11:54
1198
ეროვნული ვალუტის კურსი, ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები, ინფლაცია და მის პროგნოზი, დედოლარიზაციის პოლიტიკა და საბანკო რეგულაციები - ამ თემებზე რამდენიმე დღის წინ ბიზნეს-გაერთიანებების ინიციატივით, წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, არჩილ მესტვირიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მიზეზი მარტივია, ლარის კურსის არასტაბილურობა ბიზნესს გრძელვადიანი აქტივობების სწორად დაგეგმვაში ხელს უშლის.


საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ ფორვარდული გარიგებების დაწყების შესახებ ეროვნულმა ბანკმა მათ რეკომენდაცია ბიზნესთან ერთი წლის წინაც გამართულ შეხვედრაზე მისცა. ქართულ კერძო სექტორში ფორვარდების პრაქტიკა გავრცელებული არაა. ჭყონიას თქმით, დღეს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს ასეთი კონტრაქტების დადებისთვის საჭირო რესურსი არ გააჩნია.

სტუმარი: ივა ჭყონია - "დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია", ხელმძღვანელი;
ლევან სილაგავა - "მწარმოებელთა ფედერაცია", პრეზიდენტი