20.ივნისი .2019 11:10

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო

481
უკან

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები დამტკიცებულია. საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ წარდგენილ კანდიდატურებს ნდობა გამოუცხადა. მათ უმეტესობასთან გასაუბრება დეპუტატებმა სკაიპის დახმარებით მოახერხეს და პირადად შეხვედრის შესაძლებლობა მათაც და ტავად სააგენტოს ხელმძღვანელსაც ცოტა მოგვიანებით ექნება. ლევან სურგულაძის ინფორმაციით საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩამოვლენ.

საბჭოს წევრები საქართველოში ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის საპენსიო ფონდიც უნდა მართონ პირველად საბჭის სხდომისთვის ჩამოვლენ და ამ შეკრებაზე საბჭოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

სტუმარი: ლევან სურგულაძე - "საქართველოს საპენსიო სააგენტო", ხელმძღვანელი