მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამცხე–ჯავახეთში ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

BM.GE
18.04.19 09:28
857
სამცხე–ჯავახეთის ექვსივე თვითმმართველობამ მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავების ხუთწლიანი გეგმა შეიმუშავა. 2019 წელს მათ ნარჩენების სეპარირების წესი უნდა დანერგონ,2020 წლიდან კი განხორციელება დაიწყონ. 2020 წლიდან, საქართველო ნარჩენების გადამუშავების ახალ მოდელზე გადავა, ამიტომ მომავალ წლამდე, ყველა მუნიციპალიტეტი უნდა აღიჭურვოს ინვენტარითა და შესაბამისი ტრანსპორტით, ასევე, ამ სიახლის შესახებ თვითმმართველობების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ნარჩენების სეპარირება, ანუ დახარისხება, სახლებიდან დაიწყება. ნაგვის მოსაგროვებლად ოთხი სხვადასხვა ყუთი იქნება საჭირო, რადგან ქაღალდი–მუყაოს, მინის, პლასტმასისა და მეტალის ცალცალკე განთავსება სავალდებულო იქნება. ოთხი სხვადასხვა კონტეინერი დაიდგმება ქუჩაშიც, სეპარირებულ ნარჩენს კი გადამამუშავებელ საწარმოში მუნიციპალიტეტი შესაბამისი ნაგავმზიდებით გაიტანს.

http://sknews.ge/index.php?newsid=22263.