მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინფორმაციო შეხვედრები სიღნაღის მოსახლეობასთან

BM.GE
24.07.19 08:58
665
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. უწყებაში განმარტავენ, რომ მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოხალისეებთან ერთად ადგილობრივებს პროექტის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. კახეთი ნიუსთან მერიაში განმარტავენ, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის არსიდან გამომდინარე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები.