საქართველოს პრემიერი ყველაზე ხშირად ერთ ფრაზას იმეორებს ხოლმე - ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევებია სიღარიბე და ოკუპაცია. სოფელ საკორინთლოს მკვიდრებს როცა უსმენ,კიდევ უფრო მწვავედ შეიგრძნობ, რომ ეს მართლა ასეა - მაგრამ იმასაც ხვდები, რომ პრობლემის მხოლოდ ხმამაღლა გამეორება საქმეს ვერ შველის.