მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველები მიკროავტობუსებში კონდიცირებას ითხოვენ

BM.GE
18.06.19 09:51
746
"ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ კონდიციონერები იყოს უზრუნველყოფილი და კომპანია ამაზე უნდა წავიდეს", - აცხადებს ინფორსთავთან ტრანსპორტის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი ბესიკ ტოგონიძე.მისი თქმით, ფასის გადახედვის პარალელურად უნდა გადაიხედოს ხელშეკრულებაც, რომელიც მუნიციპალიტეტს სატრანსპორტო კომპანიასთან აქვს დადებული და მგზავრობის ღირებულების გაზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს იმ მომსახურების ხარისხიც, რომელსაც "ინტერტრანსი" რუსთაველებს სთავაზობს. კომისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამის საკონკურსო პირობაში ცვლილების შეტანა. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 5 თვიანი მუშაობის შემდეგ დაადგინა, რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსით სარგებლობის ღირებულება 1.80 ლარია. გაიზრდება თუ არა ფასი სამხარაულის ექსპერტიზის რეკომენდაციის შესაბამისად, ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკითხზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და რუსთავის საკრებულო იმსჯელებს.