მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა საოჯახო სასტუმროების წყლის ტარიფი?

BM.GE
21.06.19 10:32
886
2020 წლის 1 იანვრიდან საოჯახო სასტუმროები წყლის ტარიფს ახალი სქემით გადაიხდიან. სემეკის გადაწყვეტილებით, საოჯახო სასტუმროები წყლის გადასახადს შემდეგი სქემით გადაიხდიან: 25 კუბურ მეტრამდე მოხმარებული წყლისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხებათ, მის ზემოთ კი - არასაყოფაცხოვრებო. საბოლოოდ, მათი ჯამი იქნება წყლის გადასახადი. ამასთან, საოჯახო სასტუმროებს შეეძლებათ 2 მრიცხველიც დაიმონტაჟონ. ერთი სასტუმროს იმ ნაწილში, რომელიც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება და მეორე სადაც თავად ცხოვრობენ.


სტუმარი: გიორგი ფანგანი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის წევრი