მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ექნება ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება, უცნობია

BM.GE
24.07.19 08:57
773
ქუთაისის 24 საათანი წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტში რამდენჯერმე შესული ცვლილების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია, როდის ექნება ქუთაისს სრულად 24 საათიანი წყალმომარაგება. დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც მან ქუთაისში ჟურნალისტებთან განაცხადა, იმედოვნებენ, რომ პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება „ინტენსიურად ვმუშაობთ, დაიწყო ეტაპობრივი ჩართვა. იმედი გვაქვს, რომ 2019 წლის ბოლოს ქუთაისს ექნება 24 საათიანი წყალი“-განაცხადა ნიუ პრესთან მაია ცქიტიშვილმა. მან ასევე ისაუბრა ქუთაისში დაანონსებულ პროექტებზე და განმარტა, რომ რიონისპირა სახლების, გალერეის და აუზის პროექტირებაზე ტენდერია გამოცხადებული, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება.