მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიონისპირა სახლების პროექტში ცვლილებები შევიდა

BM.GE
24.04.19 09:08
663
რიონისპირა სახლების პროექტში ცვლილებები შევიდა, ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის ააიპის "არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო" უფროსმა რუსუდან ჩინჩალაძემ განუცხადა. მისი თქმით, პროექტის მოცულობა, როგორც სამუშაოების, ასევე ღირებულების ნაწილში გაიზარდა. "თავიდან საუბარი მხოლოდ მარჯვენა სანაპიროზე იყო და ამ მიმართულებით დამუშავდა პროექტი, შემდეგ გადაწყდა, რომ გაზრდილიყო მოცულობა, როგორც თანხის, ასევე სამუშაოების ნაწილში. დაიგეგმა ორივე მხარე, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო. ამ დროისათვის ველოდებით რეგიონული განვითარების ფონდის მიერ პროექტირებაზე ტენდერის გამოცხადებას. გამორიცხული არაა, რომ ერთდროულად მოხდეს პროექტირებისა და სამუშაოების შესრულების ტენდერის გამოცხადება", - განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ. მისი თქმით, შესაძლოა, საერთაშორისო ტენდერიც კი გამოცხადდეს, რადგან პროექტი შინაარსითაც და მოცულობითაც ძალიან მასშტაბურია. პროექტის სავარაუდო ღირებულება თავიდან 15-30 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობდა, გაზრდილი მოცულობის შესაბამისად კი როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, პროექტის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონი ლარით განისაზღვრა.

http://www.newpress.ge/rionispira-saxlebis-proeqtshi-cvlilebebi-shedis