17.ივლისი.2019 18:41
საქმის კურსი

რას გულისხმობს თბილისის სატრანსპორტო რეფორმა? მაია ბითაძე საქმის კურსში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმის მიხედვით, ერთიანი სისტემა შეიქმნება, სადაც სამი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისთვის მხოლოდ ერთი ბილეთის აღება იქნება საჭირო. „ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერთიანი სისტემა გვექნება. ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ისე მიკროავტობუსით და მეტროთი მგზავრობა,“ - განაცხადა კალაძემ. მთლიანად სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებაზე თბილისის მერია აქტიურად მუშაობს, ამ პროცესში ჩართულია კომპანია “სისტრა”, რომელიც საბოლოო ანგარიშ წლის ბოლომდე წარადგენს. სწორედ ამ კვლევის და ანგარიშის მიხედვით მოხდება ტრანსპორტის განვითარებაც.


სტუმარი: მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე