მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი უმუშევარია საქართველოში?

BM.GE
21.05.19 09:55
1743
2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2%-ული პუნქტით შემცირდა და 12.8%-ია.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე უცვლელი დარჩა, დასაქმების დონე გაზრდილია 0.8%-ული პუნქტით. ქალაქებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2%-ული პუნქტით, სოფლად შემცირებულია 1.1%-ული პუნქტით. 2019 წლის I კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.3%-ს შეადგენდა, რაც 0.9%-ული პუნქტით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლად, ქალაქებთან შედარებით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

სტუმარი: გოგიტა თოდრაძე - "საქსტატი", აღმასრულებელი დირექტორი