2019 წლის I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის რეზიდენტი მოგზაურები 677 ათას 400 ათასჯერ გავიდნენ ქვეყნიდან. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით; გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა - კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებმა 2019 წლის I კვარტალში უცხოეთში ვიზიტებზე 359 მილიონი ლარი დახარჯეს..