მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში რუსთაველის გამზირის ნაწილი ერთი თვით გადაიკეტება

BM.GE
18.04.19 09:30
751
ქუთაისში რუსთაველის გამზირის ნაწილი ერთი თვით გადაიკეთება.რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, გამარჯვების მოედნამდე, დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მ.ლაღიძის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე, რომელიც რუსთაველის გამზირს გამარჯვების მოედანთან შეუერთდება. ბარათაშვილის ქუჩის ბოლოდან, რუსთაველის მე-9 და ბარათაშვილის მე-7 შესახვევამდე მოძრაობა ორმხრივი იქნება. ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი გახდება ბარათაშვილისა და ამავე ქუჩის მე-7 შესახვევიდან. მიმართულებით. აღნიშნულ პერიმეტრზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. შეზღუდვა დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება.


http://www.newpress.ge/qutaisshi-rustavelis-gamziris-nawili-droebit-gadaiketeba.