მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საკრებულომ ეკონომიკური განვითარების გეგმა განიხილა

BM.GE
25.04.19 09:16
838
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა განიხილა. გეგმა ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა წარუდგინა. გეგმის განხილვას საკრებულოში ხმაურისა და კამათის გარეშე არ ჩაუვლია. გიორგი გიორგობიანის განმარტებით, გეგმა მსოფლიო განვითარების ბანკმა დაგეგმა და მისი განხორციელებისთვის 2 133 000 ლარია გათვლილი. თანხის 70% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ნაწილი ბიზნესით დაფინანსდება. გეგმა 10 პუნქტს მოიცავს და მათგან მთავარი დესტინაციის მართვის ორგანიზაციის შექმნაა.

http://www.newpress.ge/qutaisis-meria-moklevadiani-gengegmistvis-2-133-000-lars-gamoyofs.