მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის მერიამ ტაბიძის ქუჩისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE
25.06.19 10:29
758
ქუთაისის მერიამ ტაბიძის ქუჩაზე მიტოვებული სამუშაოების დასტულებისათვის ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების მიხედვით საგზაო ინფრასტრუქტურის დარჩენილი სამუშაოებისათვის 809 204 ლარია განსაზღვრული. სატენდერო წინადადებების მიღება 7 ივლისს იწყება და 12 ვლისს დასრულდება. შემსრულებელი კომპანიის გამოვლენის შემთხვევაში მან სამუშაოების დასრულება 60 კალენდარულ დღეში უნდა უზრუნველყოს. ტაბიძის ქუჩის სამუშაოები ამ დროისათვის დასრულებული უნდა ყოფილიყო, ა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიას "ჯეო სერვისს" ქუთაისის მერიამ ჯერ სამუშაოების ვადა 7 აგვისტომდე გაუგრძელა, შემდეგ კი ხელშეკრულება შეუწყვიტა. თუმცა კომპანიამ 232 600 ლარის მიღება მაინც მოასწრო. სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ დაქირავებული მუშებისათვის ხელფასის გადაუხდელობა გახდა.