მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის მერია "თეთრ ხიდზე" დაზიანებულ მინას 2 მაისამდე აღადგენს

BM.GE
19.04.19 09:37
830
ქუთაისში "თეთრი ხიდზე"'დაზიანებული მინა 2 მაისამდე აღდგება - ამის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მიადგილემ მირზა ხიდაშელმა მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ვერ დაელოდებიან გამოძიების დასრულებას და დაზიანებული მინის აღდგენა ქალაქის დღესასწაულისათვის მოხდება. "გამოძიების შედეგი არ გვაქვს, ამიტომ მას ვერ დაველოდებით. 2 მაისისთვის შეიცვლება დაზიანებული მინა, ეს მოხდება გამარტივებული შესყიდვის გზით. რაც შეეხება სხვა სამუშაოებზე ტენდერს, ჯერ არ გვაქვს პროექტის ავტორისგან სრული ინფორმაცია, ამიტომ ამ სამუშაოების განხორციელების ვადებზე ვერ ვისაუბრებთ"- , განაცხადა მირზა ხიდაშელმა. მისი თქმით, ხარვეზების აღმოფხვრას "ალმა რუს საქართველო" აღარ განახორციელებს და ხიდზე არც თავიდან დაანონსებული "თეთრი ქვებიც" განთავსდება. მირზა ხიდაშელმა ასევე განმარტა, რომ მერიას ხიდის რეაბილიტაციისთვის არამიზნობრივი ხარჯი არ გაუწევია და მხოლოდ შესრულებული სამუშაოების საფასური გადარიცხეს.

http://www.newpress.ge/qutaisis-meria-tetr-xidze-dazianebuli-minas-2-maisamde-aradgens