მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელფასებს მომავალ კვირაში გადავუხდით"-"ქუთექსში" ბრალდებებს უარყოფენ

BM.GE
23.07.19 11:40
841
ქუთაისში სამკერვალო საწარმოს "ქუთექსი" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გოგოლაშვილი თანამშრომელთა ბრალდებებს არ იზიარებს. მისი თქმით, არასწორია, თითქოს თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებენ და ხელფასებს არ უხდიან. "ხელფასები დაგვიანდა, მაგრამ არავინ ამბობს, რომ არ გადავუხდით, დაირიცხა თანხა და მომოვალ კვირაში გადავუხდით. არაა სწორი, თითქოს შეურაცხყოფას ვაყენებთ, ეს უნდა კითხოთ ყველას და არა ერთ და ორ თანამშრომელს. "ვაიკიკმა" ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან უხარისხო პროდუქცია შეიკერა. გვყავს ახალი დამკვეთი, მაგრამ თანამშრომლებმა უარი განაცხადეს მუშაობაზე"-განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა. რაც შეეხება საშვებულებო ანაზღაურებას, აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი არაა, რას ითვალისწინებს ხელშეკრულება, თუმცა განმარტავს, რომ თანამშრომლები შვებულებით ისარგებლებენ.

http://www.newpress.ge/xelfasebs-momaval-kvirashi-gadavuxdit---quteqsshi-braldebebs-uaryofen.