მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Radisson Collection Tsinandali" ოფიციალურად გაიხსნა

BM.GE
08.04.19 12:14
952
წლების წინ წინანდლის მამულებში საქართველოსთვის პირველად ბოთლში ღვინის ჩამოსხმის კულტურა გაჩნდა, 1841 წელს ალექ­სან­დ­რეს მიერ ბოთ­ლ­ში პირ­ვე­ლად ჩა­მოს­ხ­მუ­ლი "სა­ფე­რა­ვი" დღეს კოლექციის ნაწილია რომელსაც კა­ხეთ­ში, მდი­ნა­რე კი­სის­ხე­ვის მხა­რეს, შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე წინანდლის ისტორიულ მარანში ნახავთ. ისტორიული სასახლე და 12 ჰექტარზე გადაჭიმული ბაღი საქართველოს ისტორიაში თანამედროვეობის საწყისებს ბევრი მიმართულებით უკავშირდებოდა.

ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძემ მემკვიდრეობით მიღებული მამული, 1835 წელს სა­ხა­ზი­ნო ბან­კი­დან აღებული სესხით განაახლა. 800 მანეთის ნაწილი მამულის გაუმჯობესებას მოხმარდა ნაწილით კი სასახლის მშენებლობა დაიწყო. ამ ისტორიის გათვალისწინებით და დამსახურებით წლების შემდეგ ბევრად მასშტაბური ინვესტიციით და კვლავ პირველობის პატივით, პრემიუმ კლასის ბრენდი „რადისონ ქოლექშენი“ გაიხსნა. პირველი სტუმრები სასტუმრომ ჯერ კიდევ ოქტომბერში მიიღო.

141 განსხვავებული, გამორჩეული და უნიკალური სასტუმრო ოთახით რედისონ ქოლექშენი წინანდალში სტუმრებს უკვე ოფიციალურად ელის.