29.ივლისი .2019 13:53

"კონტრაბანდა, არაკონკურენტული გარემო” - თამბაქოს ინდუსტრია საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინში

უკან

ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდა იზრდება, ბიზნესი და ბიუჯეტი ზარალდება, ხელისუფლება კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს - ასეთია დღეს თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიების დამოკიდებულება საქართველოში სიგარეტის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. თამბაქოს ინდუსტრია ამბობს, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც აქციზი მკვეთრად გაიზარდა, რამაც გააქტიურა გასახვევი თამბაქოს რეალიზაცია, რომელიც საკანონმდებლო ხარვეზის გამო აქციზის გადასახადით პრაქტიკულად არ იბეგრება. რას დაპირდა ფინანსთა მინისტრი ბიზნესს და რატომ არ ჩქარობს პარლამენტი გადაწყვეტილების მიღებას?