მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინის რუსული ბაზარი

BM.GE
08.07.19 13:36
753
ექსპორტში ღვინის ექსპორტის წილით, საქართველო მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა. კერძოდ, ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტის 6.26% სწორედ ღვინოზე მოდიოდა და ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოს თითქმის ყველა ღვინის ექსპორტიორ ქვეყანას უსწრებს. მეორე ადგილზე მოლდოვაა, სადაც ღვინოზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 5.29% მოდის. მას მოსდევს მონტენეგრო 3.73%-ით და ახალი ზელანდია 3.15%-ით. ხეთეულში შედის ჩილეც - 2.9%. ის რომ, საქართველო ღვინის ექსპორტის წილით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, ერთი მხრივ, მცირე ზომის და ნაკლებად დივერსიფიცირებულ ეკონომიკაზეც მიანიშნებს. რაც შეეხება ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს, მათ შორის საქართველო მე-19 ადგილს იკავებს.

AAWE-ს მონაცემებით, 2017 წელს მსოფლიოში ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები შემდეგი იყო:
საფრანგეთი
ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი – $10 მლრდ
წილი მთლიან ექსპორტში – 1.9%

იტალია
ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი – $6.7 მლრდ
წილი მთლიან ექსპორტში – 1.3%

ესპანეთი
ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი – $3.2 მლრდ
წილი მთლიან ექსპორტში – 1%

ჩილე
ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი – $2 მლრდ
წილი მთლიან ექსპორტში – 2.9%

ავსტრალია
ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი – $2 მლრდ
წილი მთლიან ექსპორტში – 0.8%

ამავე პერიოდში საქართველოდან 171 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეცხრამეტე ადგილს იკავებს.


სტუმარი: გიორგი სამანიშვილი - ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე