მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალების ბიზნესი ქუთაისში - "შავი პომიდორი"

BM.GE
25.04.19 10:31
1376
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მათი სერივისით, 2019 წლის პირველში პოლონეთის 465-მა მოქალაქემ ისარგებლა. პოლონეთს კი ისეთი ქვეყნების მოქალაქეები მოსდევენ როგორებიცაა ლატვია, გერმანია, რუსეთი, ლიეტუვა, გაერთიანებული სამეფო. ტურიზმის საინფომაციო ცენტრის ვიზიტორების საერთო რაოდენობა მარტში 783-ს უტოლდება და ეს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 237-ით მეტია. ტურიზმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი დასაბინავებელი ადგილებია. ამ მიმართულებით ქალაქში 13 მაღალბიუჯეტიანი, 45 საშუალობიუჯეტიანი და 76 დაბალბიუჯეტიანი სასტუმროა. ამასთან, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ქუთაისში ამ ეტაპზე 3 აპარტამენტი, 1 აპარტჰოტელი, 1 ბუტიკის ტიპის სასტუმრო, 62 საოჯახო სასტუმრო, 63 სასტუმრო , 4 სასტუმრო სახლი და 18 ჰოსტელია. ამ რაოდენობას კი სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ჰოსტელი, განსხვავებული სახელწოდებით და კონცეფციით შეემატა. შავი პომიდორი ასე ჰქვია ჰოსტელს, რომელიც თბილისელმა გოგონებმა სულ ცოტა ხნის წინ გახსნეს და მისი მართვა თბილისიდან დისტანციურად, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების პარალელურად გადაწყვიტეს.

სტუმრები: ელენე ზამთარაძე - ჰოსტელი “შავი პომიდორი”, თანადამფუძნებელი;
მარიამ რამიშვილი - ჰოსტელი “შავი პომიდორი”, თანადამფუძნებელი