24.აპრილი.2019 11:21
საქმიანი დილა

პერსონალური მონაცემების დამუშავება ბანკებში

რამდენად იცავენ ან როგორ უნდა დაიცვან კიდევ უფრო უკეთ ბანკებმა პერსონალური მონაცემები - ამ თემაზე პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რომელიც გუშინ გაიმართა აპარატმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, საბანკო სფეროს წარმომადგენლებს კომერციული ბანკების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაცია წარუდგინა. ამ დოკუმენტის შექმნის და ამუშავების მიზანია დაეხმაროს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს მათი კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, რათა მათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების სრული დაცვა უზრუნველყონ. საბანკო სექტორი ერთგვარად უკვე იღებს პასუხისმგებლობას რომ კანონთან თავსებადობა მაქსიმალური იყოს, ამას ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც ადასტურებს რომელიც ეროვნულ ბანკსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის გაფორმდა.
რა გამოწვევების წინაშეა დღეს საბანკო სექტორი და პირველ რიგში მომხმარებელი და რა რეკომენდაციებია გაცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის მხრიდან გაცემული?


სტუმარი: ნიკოლოზ ბრეგვაძე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე