მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის გადაწყვეტილება: რძე და რძის პროდუქტები დღგ-ისგან ვერ თავისუფლდება

BM.GE
16.04.19 18:22
863
პარლამენტმა რძის და რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, "ჩვენ ვიკლებთ გარკვეულ თანხებს, რომლებსაც იდეაში ფერმერებისთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს, ასევე არ აიაფებს პროდუქტს მომხმარებლისთვის."

შეგახსენებთ, არსებული რეგულაციით დღგ-გან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი ერთიან საგადასახდო რეჟიმში უნდა მოქცეულიყო რძე და ნატურალური რძისგან ნაწარმოები რძის პროდუქტები. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ბიუჯეტს დაახლოებით 35 მილიონი ლარი დააკლდებოდა.

სტუმარი: გიორგი ბალესიაშვილი - "ქართული რძის პროდუქტები";წარმომადგენელი