მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია, დაახლოებით, 120 მილიონი ევრო დაჯდება

BM.GE
16.04.19 14:47
817
პარიზის ერთ-ერთ სიმბოლოს, ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, საღამოს, გაუჩნდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები. 400-მდე მეხანძრე ცეცხლს რვა საათზე მეტხანს აქრობდა. ნაწილობრივ დათვლილია თანხა, რომელიც ტაძრის რესტავრაციისთვის იქნება საჭირო.