მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენის ანგარიში: ყველაზე მეტი პრეტენზია მომხმარებლებს წყალმომარაგების სექტორის მიმართ ჰქონდათ

BM.GE
16.04.19 14:40
612
ენერგოკომპანიების წინააღმდეგ 2018 წელს 5 504 საჩივარი დაიწერა. ენერგოომბუდსმენის აპარატის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი პრეტენზია მომხარებლებს წყალმომარაგების სექტორის მიმართ ჰქონდათ - 3 102, შემდეგ მოდის ბუნებრივი გაზი 1 485 საჩივრით და ელექტროენერგეტიკა - 1 007 საჩივრით. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ერთ-ერთი ფუნქცია რეკომენდაციების შემუშავება და წარმოშობილი დავების სასამართლოს გარეშე მოგვარებაა, ამ სამუშაოს შემადგენელი ნაწილია, ძველი დავალიანებების და ზედმეტად დარიცხული თანხების ჩამოწერაც, მაგალითად 2018 წელს ჩამოწელი თანხების საერთო მოცულობამ 1 278 630 ლარი შეადგინა.


სტუმარი: სალომე ვარდიაშვილი - ენერგოომბუდსმენი