მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომალოში ელექტროგადამცემ ქსელს რეაბილიტაცია უტარდება

BM.GE
21.05.19 09:26
732
ომალოში 0,4 კვ- იან ელექტროგადამცემ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქსელის რეაბილიტაციასთან ერთად, სოფელ ომალოში მცხოვრებ 250 აბონენტისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები და აღრიცხვის კვანძის მოწყობა იგეგმება. სოფელ ომალოში ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების ივნისის ბოლოსთვის დასრულდება. -"პროექტის ფარგლებში რეაბილიატაცია ჩაუტარდება 2 სატრანსფორმატორო ჯიხურს, ავარიული ძველი ხის საყრდენები 60 ახალი რკინა-ბეტონის საყრდენით შეიცვლება, ასევე ამორტიზებულ ღია სადენს 8 კილომეტრზე ახალი, იზოლირებული კაბელი შეცვლის"- აღნიშნა "ენერგო-პრო ჯორჯიას" კახეთის ფილიალის დირექტორმა ბერდია გოგლოძემ.


https://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30724-sofel-omaloshi-eleqtrogadamcemi-qselis-reabilitacia-daitsyo.