მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნენსკრა ჰესის გვირაბები

BM.GE
15.05.19 14:40
943
ნენსკრა ჰესის გვირაბების გასაყვანად უახლეს ტექნოლოგიებს გამოიყენებს. კერძოდ საუბარია ორ გვირაბგამყვან მანქანაზე Double Shield TBM -ზე, რომელიც „ნენსკრა ჰიდროსთვის“ გერმანულმა კომპანია “ჰერენ-ნეხტმა” დაამზადა. მანქანების ტრანსპორტირება საქართველოში უკვე განხორციელდა და ამჟამად დანადგარები ფოთშია დასაწყობებული. ნენსკრა ჰესის ინფრასტრუქტურაში ორი გვირაბი შევა. ნაკრას სატრანსფერო გვირაბი და ნენსკრას სადაწნევო გვირაბი. გვირაბების გაყვანა 2020 წლიდან არის დაგეგმილი, მანამდე კი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას გულისხმობს.