მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარჩენების მართვა

BM.GE
11.10.18 10:59
1184
მომდევნო წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება შემოდის. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები მათ მიერ წამოქმნილ ნარჩენებს თავად მართავენ. საქართველო ახალი რეგულაცებისთვის ემზადება. მანამდე კი სპეციალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები მსჯელობენ, როგორი სახე უნდა ჰქონდეს რეგულაციებს, რა უნდა იყოს მწარმოებლის ვალდებულება და რა სახელმწიფოსი.

ყოველწლიურად, საქართველოში, დაახლოებით, 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება. ბოლო 67 წელიწადში კაცობრიობამ 8,3 მილიარდი ტონა პლასტიკური მასალა შექმნა. მხოლოდ 2015 წლისთვის კაცობრიობამ 6,3 მილიარდი ტონა პლასტმასი გამოიყენა. მათგან ხელმეორე გამოყენებისთვის მხოლოდ 9% გადაამუშავეს, 12% კი დაწვეს. დარჩენილი ნაგავი ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირზე რჩება.

სტუმარი: ალვერდ ჩანქსელიანი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი