მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწარმოებლის ვალდებულება ნარჩენების მართვაზე

BM.GE
23.04.19 10:48
712
25 აპრილს საკანონმდებლო აქტების პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოს ვალდებულებებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ მიმდინარე წლის დეკემბრიდან ძალაში შევა. კოდექსის მიხედვით სპეციფიკური ნარჩენებისთვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვაა განსაზღვრული, რომელიც ძალაში სწორედ წლის ბოლოსკენ უნდა შევიდეს.


სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება: შეფუთვის ნარჩენები , ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება კი საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე. ამ მიმართულებით, საქართველოში 2017 წლიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის და სხვა დონორების მხარდაჭერით რამდენიმე პროექტი ხორციელდება.

სად ვართ დღეს და როგორ უნდა მოვემზადოთ წის ბოლომდე დარჩენილ დროში?

სტუმარი: ირმა გურგულიანი - გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე